მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ციციშვილის კლინიკაში 1 თვის ინფიცირებული ჩვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა - მაია ჩხაიძე

ჩვილი გარდაიცვალა
1637565190
COVID-19

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ სატელევიზიო ეთერში ბავშვებში გაზრდილ ინფიცირებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 118 პაციენტი მკურნალობს, აქედან 14 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ამასთან, მაია ჩხაიძე ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მაღალია.

„ერთი არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. ეს არის 1 თვის ჩვილი, რომლის რეფერირება მოხდა ბათუმიდან. მას აქვს ორივე ფილტვის ქსოვილის სერიოზული მაღალ ქულიანი დაზიანება. სხვა პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ რეანიმაციაში, აქვთ თანმხლები დაავადებები. სულ 4 მშობელია, რომელიც ორჯერადადაა ვაქცინირებული და მათი მდგომარეობა არ არის მძიმე. 

წლამდე ასაკის ჩვილები და ახალშობილები რომ დავიცვათ ინფიცირებისგან, აუცილებელია ოჯახის ყველა წევრი და ახლობლები, რომელსაც შეხება აქვთ ბავშვთან აცრილები იყვნენ“, - განაცხადა მაია ჩხაიძემ. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

⚫ „ინფიცირების შემთხვევაში ნაყოფის ზრდის ჩამორჩენა აღინიშნება“ - მეან-გინეკოლოგი

⚫ „ვაქცინის მესამე დოზა ხანგრძლივად მუშაობს“ - ამირან გამყრელიძე

⚫ „ვითარება საგანგაშოა, ინფიცირებულთა რაოდენობა დრამატულად მაღალია“ - მარინა ენდელაძე

 „კორონა ყველა აუცრელს მონახავს“ - პაატა იმნაძე

 გრიპის ვაქცინით აცრა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება - ამირან გამყრელიძე

 ხანგრძლივი კოვიდი და მისი რისკები