COVID-19

„დროთა განმავლობაში კოვიდვაქცინის ეფექტურობა მცირდება, ამიტომ ბუსტერია საჭირო“ - გიორგი ფხაკაძე

„რა დროს მიტინგებია! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“„რა დროს მიტინგებია! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“
1638248851
დაკოპირებულია

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კოვიდვაქცინის ბუსტერ დოზების შესახებ წერს. 

იგი ხელისუფლებას ვაქცინის მესამე დოზის მიღების კონკრეტულ რეკომენდაციებს სთავაზობს. 

„კოვიდი ნამდვილად არ არის მარტივი პანდემია. ყოველდღე გვაქვს ცვლილებები, ახალი წამლები, ახალი ვაქცინები, თავდაცვის ახალი საშუალებები არის ათასობით მეცნიერისა და ექსპერტის მუშაობის შედეგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს არ არის იოლი. და ზუსტად მათი დაუღალავი შრომის შედეგად ჩვენ გვაქვს უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინები და ყოველ 2-3 კვირაში ახალი წამლები გვეხმარება. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა წამალსა თუ ვაქცინაზე, მუდმივად მიმდინარეობს დაკვირვება და გაუმჯობესება. თუ რაიმე ცვლილება შეინიშნება, ეს არის ზუსტად მათი რთული და მძიმე მუშაობის შედეგი.

ბუსტერდოზები (ძირითადად, „ფაიზერ/ბიონტეკით“), ანუ ვაქცინის მე-3 დოზა, არის საჭირო და ეს აჩვენა არაერთმა კვლევამ მთელ მსოფლიოში. რატომ? იმიტომ, რომ დროთა განმავლობაში ყველა კოვიდვაქცინის ეფექტურობა მცირდება 50%-ს დაბლა და, შესაბამისად, ეფექტურობა უნდა იქნეს “აწეული” მე-3 დოზით ანუ ბუსტერით. ისრაელში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბუსტერი, ანუ ვაქცინის მე-3 დოზა, 60%-დან 90%-მდე ზრდის ეფექტურობას.

ისრაელი მოწინავე ქვეყანაა, სადაც ბუსტერი 6 თვეში გახდა სავალდებულო ყველასთვის, ამერიკაც და ევროპაც მიჰყვა ამ მაგალითს. იაპონიამ ბუსტერი 8 თვიდან 6 თვემდე ჩამოსწია. საფრანგეთმა, იტალიამ და ბევრმა სხვა ქვეყანამ ბუსტერი 6 თვიდან 5 თვემდე დასწია. ბრიტანეთში დღეს ბუსტერი 6 თვიდან 3 თვემდე ჩამოვიდა. 

კონკრეტული რეკომენდაცია საქართველოს მთავრობას:

🔴ბუსტერ დოზა, ანუ მე-3 დოზა, უნდა იქნეს ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის მე-2 დოზიდან 3 თვეში

🔴ბუსტერი უნდა იყოს მხოლოდ „ფაიზერ/ბიონტეკის“ ვაქცინით (როგორც ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში, ნორვეგიაში, ისრაელში და იაპონიაში)  

🔴გადაწყვეტილება მიიღეთ ახლა, არ გადადოთ

დავუჯეროთ მეცნიერებას!“, - წერს გიორგი ფხაკაძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

 „კორონავირუსის ახალ ვარიანტში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა“ - ზაზა წერეთელი

⚫ „ბოტსვანას“ შტამი - ჯანმომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაადასტურა

⚫„რაც უფრო ბევრია აუცრელი ადამიანი, მით უფრო თავისუფლად ცირკულირებს ვირუსი და ბევრი მუტაცია ჩნდება“ - გიორგი ფხაკაძე

 კორონავირუსის ახალი შტამი დელტა შტამზე უფრო სწრაფად ვრცელდება

⚫ მუტაციების დიდი რაოდენობა, 2 ჯერ მეტი ვიდრე დელტა შტამი და 500 ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე პირველადი ვირუსი - ზაზა წერეთელი ახალ შტამზე

⚫ „საშინელი მუტაცია“ - რატომ არის საშიში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ და რამდენად სწრაფად ვრცელდება ის მსოფლიოში? - BBC