მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კამერუნის ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „ომიკრონი“ - მაკა ბულეიშვილი

ეპიდემიოლოგი
1641375865
COVID-19

ეპიდემიოლოგმა, პროფესორმა მაკა ბულეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, „ომიკრონის“ და საფრანგეთში დაფიქსირებული ახალი შტამის შესახებ ისაუბრა. 

როგორც მაკა ბულეიშვილი აღნიშნავს, „ომიკრონი“ იანვრის ბოლოს დომინანტი შტამი გახდება და დელტას  ჩაანაცვლებს. 

ეპიდემიოლოგმა მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ და ვაქცინაციისკენ მოუწოდა. 

„ომიკრონი“ გვიტევს. „ომიკრონის“ შემოტევა მზარდია, თუმცა მედიცინა მას უნდა გაუმკლავდეს. წინა კვირაში შედარებით სტაბილური მდგომარეობა იყო, მაგრამ ბოლო დღეებია ისევ შეინიშნება სერიოზული მატება. ცხადია, ეს ყველაფერი დაკავშირებულია მობილობასთან. ნაკლებად ხდება პირბადის ტარება. ეს კი მთავარი საკითხია.

გასაგებია, რომ მოსახლეობა დაიღალა და ამასთან, სადღესასწაულო დღეებია, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ რეკომენდაციები დავიცვათ. ესაა ერთადერთი გამოსავალი, რომ სტაბილური მდგომარეობა შევინარჩუნოთ. მისი გავრცელების გამო შესაძლოა, შემდეგ კვირას უფრო არასახარბიელო მაჩვენებელი გვქონდეს“, - აცხადებს მაკა ბულეიშვილი.  

ეპიდემიოლოგმა მაკა ბულეიშვილმა გამართულ პრესკონფერენციაზე, საფრანგეთში აღმოჩენილ ახალ ვარიანტზეც ისაუბრა, რომელიც IHU-ს სახელით არის ცნობილი.

ამასთან, ბულეიშვილი ამბობს, რომ ახალ შტამზე სერიოზული კვლევები მიმდინარეობს.

ახალი შტამი არის კამერუნიდან და აღმოჩნდა საფრანგეთში. ახალ შტამზე სერიოზული კვლევა დაწყებულია.  ინფიცირებულთა რიცხვის მატებაც შეინიშნება. იმ მწირი ინფორმაციით, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს შტამი „ომიკრონთან“ შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება. ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია, რა სახის დაზიანებას გამოიწვევს ადამიანის ორგანიზმში და რა სახის სიმპტომებით იქნება წარმოდგენილი. პროგნოზის გაკეთება რომ ეს შტამის იქნება ძალიან რთულად გამოხატული, შეუძლებელია. არც ის არის გამორიცხული, რომ ამ ახალ შტამს ჰქონდეს განსაკუთრებული ტიპის თვისებები“, - აღნიშნავს ეპიდემიოლოგი.  

ეპიდემიოლოგის თქმით, ბუსტერ დოზასთან მიმართებით მატება შეინიშნება და ერთადერთი გამოსავალი კორონავირუსის ახალი შტამების მიმართ რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა და ბუსტერ დოზის გაკეთებაა.

ექიმის ცნობით, ამ ეტაპზე რეგულაციების დაწესება საჭირო არ არის, თუმცა თუ აგვისტოს მსგავსს შედეგებს მივიღებთ, დაავადებულთა რიცხვის მხრივ, მაშინ რეგულაციების გამკაცრება საჭირო  გახდება.

„ვფიქრობ, იანვრის ბოლოსთვის „ომიკრონის“ შტამი დომინანტი გახდება. ამ ეტაპზე მუსირებს, როგორც დელტა, ასევე, „ომიკრონის“ შტამი, მწვანე რესპირატორული დაავადებები  და გრიპის ვირუსი. ბუსტერ დოზის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის ხარისხი ძალიან დაბალია, მაგრამ რაც შეეხება 2-ჯერ ვაქცინირებულ ადამიანებს - ჰოსპიტალიზაციის რიცხვი  დაბალია, მაგრამ თუ მოხდება ჰოსპიტალიზაცია, მათ დაბალი აქვთ იმის პროცენტული მაჩვენებელი, რომ მოხდეს დაავადების გართულება.

პანდემიის დამთავრებისკენ შეიძლება მივდიოდეთ, მაგრამ საბოლოოდ ამის თქმა საკმაოდ რთულია. ჯერჯერობით, დაინფიცირებულთა რიცხვის მონაცემების მომატება შეინიშნება. არ გავუთამამდეთ „ომიკრონს“, პირიქით ხელი უნდა შევუწყოთ, მას დავხვდეთ მზადყოფნაში. თუკი აგვისტოს მსგავსს შედეგებს მივიღებთ, დაავადებულთა რიცხვის მხრივ, მაშინ რეგულაციების გამკაცრებაც იქნება საჭირო. მთავარი რეკომენდაცია ისევ და ისევ არის - ნაკლები მობილობა, პირბადის ტარება და ვაქცინაცია.

„ომიკრონი“ არ აზიანებს სერიოზულად ფილტვის ქსოვილის ნაწილს. იგი მხოლოდ რესპირატორული სისტემის ზედა ნაწილს აზიანებს. ბუსტერ დოზა არის ერთადერთი გამოსავალი რათა თავი დავიცვათ ჰოსპიტალიზაციისგან“, - დასძენს ეპიდემიოლოგი მაკა ბულეიშვილი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

 „უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება იმის შესახებ, რომ „ომიკრონი“ მსუბუქ სიმპტომებს იწვევს“ - ჯანმო

 ისრაელში ორმაგი ინფექციის პირველი შემთხვევა დადასტურდა - ზაზა წერეთელი

 ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინა - ვინ მუშაობს მის შექმნაზე?

⚫ „ომიკრონის“ გავრცელების შესაძლებლობები და სისწრაფე უფრო მაღალია, ვიდრე დელტას“ - თამარ გაბუნია

 „ომიკრონით“ გამოწვეული ტალღის ხანგრძლივობა 2-3 კვირას არ აღემატება“ - ივანე ჩხაიძე

 საფრანგეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი B.1.640.2 აღმოაჩინეს, რომელსაც 46 მუტაცია აქვს