COVID-19

„ომიკრონი“ ადამიანის კანსა და პოლიეთილენის ზედაპირზე ბევრად მეტხანს ცოცხლობს, ვიდრე ადრინდელი კოვიდის ვარიანტი - კვლევა

„ომიკრონი“ ადამიანის კანსა და პოლიეთილენის ზედაპირზე ბევრად მეტხანს ცოცხლობს, ვიდრე ადრინდელი კოვიდის ვარიანტები
1643091052
დაკოპირებულია

იაპონელი მეცნიერების ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ „ომიკრონ“ ვარიანტს შეუძლია უფრო მეტხანს გაძლოს ადამიანის კანსა და პოლიეთილენის ზედაპირზე.

„ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ პლასტმასის და კანის ზედაპირებზე, ალფა, ბეტა, დელტა და „ომიკრონის“ ვარიანტებმა აჩვენეს ორჯერ მეტი გადარჩენის დრო, ვიდრე ვუჰანის შტამმა და ინარჩუნებდნენ ინფექციურობას კანის ზედაპირებზე 16 საათზე მეტი ხნის განმავლობაში“, - აცხადებენ მკვლევარები.

პლასტმასის ზედაპირებზე, ორიგინალური შტამისა და ალფა, ბეტა, გამა და დელტა ვარიანტების გადარჩენის საშუალო დრო იყო 56 საათი, 191.3 საათი, 156.6 საათი, 59.3 საათი და 114 საათი.

იაპონელი მეცნიერები აცხადებენ, რომ „ომიკრონ“ შტამს ადამიანის კანზე გადარჩენა 21 საათის განმავლობაში შეუძლია.

„ომიკრონ“ ვარიანტს პოლიეთილენის ზედაპირზე გადარჩენა 193 საათის, დაახლოებით 8 დღის განმავლობაში შეუძლია.

„ამ კვლევამ აჩვენა, რომ „ომიკრონის“ ვარიანტს, აქვს ყველაზე მაღალი ეკოლოგიური სტაბილურობა VOC-ებს შორის,  ეს მაღალი სტაბილურობა შესაძლოა იყოს ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც საშუალება მისცა „ომიკრონ“ ვარიანტს შეცვალოს დელტას ვარიანტი და სწრაფად გავრცელდეს“, -  აცხადებენ კვლევის ავტორები.

დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) თანახმად, ომიკრონი გავრცელდა  ევროკავშირის ყველა ქვეყანაში და გახდა წევრი ქვეყნების უმრავლესობაში დომინანტური ვარიანტი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„სტელს-ომიკრონი“ შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს - ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანოები

⭕ რომელი სეგმენტია ყველაზე კარგად დაცული კორონავირუსისგან? - ბუწაშვილის განმარტება

⭕ „სტელს-ომიკრონი“ შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს - ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანოები

⭕ „აუცრელი მოსახლეობა ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის არის შანსი გაჩნდეს ახალი შტამი“ - ზაზა წერეთელი

⭕ როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

⭕ არის თუ არა „სტელს-ომიკრონი“ ისეთივე საშიში, როგორც „ომიკრონი“?

⭕ „ომიკრონის“ ადვილად გადატანა ხდება აცრებისა და ბუსტერ დოზების გამო და არა იმიტომ, რომ ვირუსი დასუსტდა“ - ზაზა წერეთელი

 „გაზაფხულზე კიდევ ერთი ახალი შტამი გამოჩნდება“ - დევი ტაბიძე