მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონის“ ახალ ქვეშტამს, ბევრად უფრო სწრაფი გავრცელება ახასიათებს და მას შეუძლია, სამყაროს საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეუქმნას - ალექსანდრე გოგინავა

ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი
1673873341
COVID-19

„ომიკრონის“ ახალ ქვეშტამს XBB.1.5 ე.წ. კრაკენს ახასიათებს ბევრად უფრო სწრაფი გავრცელება და ადვილად გადამდებლობა, ვიდრე „ომიკრონის“ სხვა ქვეშტამებს“, - ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა. 

👉 რა სიმპტომები აქვს კორონავირუსის ახალ ვარიანტს და როგორ მიმდინარეობს დაავადება? - ივანე ჩხაიძის განმარტება

მისი თქმით, „ომიკრონს“ არ ახასიათებს ისეთი მძიმე მიმდინარეობა, როგორიც იყო დელტას დროს.

ამასთან, ინფექციონისტი ამბობს, რომ  კრაკენს შეუძლია, სამყაროს საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეუქმნას და პანდემიის დასრულება, გარკვეულწილად, შეაფერხოს.

„მუტაციის შედეგად წარმოქმნილი შტამები არ წარმოადგენენ საფრთხეს. „ომიკრონის“ ახალ ქვეშტამს XBB.1.5-ს,  ე.წ. კრაკენს ახასიათებს ბევრად უფრო სწრაფი გავრცელება და ადვილად გადამდებლობა, ვიდრე „ომიკრონის“ სხვა ქვეშტამებს. აქედან გამომდინარე, მთელს მსოფლიოში მასზე ძალიან დიდი ყურადღებაა მიპყრობილი და მიჩნეულია, რომ მას შეუძლია, სამყაროს საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეუქმნას და პანდემიის დასრულება, გარკვეულწილად, შეაფერხოს.

👉 კრაკენი -  რა არის ცნობილი კორონავირუსის ახალ ქვევარიანტზე და რამდენად საშიშია იგი?

რაც შეეხება მის გავრცელებას, ის რამდენიმე ათეულ ქვეყანაშია ამჟამად გავრცელებული. თეორიულად, რა თქმა უნდა, დასაშვებია, რომ შესაძლებელია, ის გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოშიც გავრცელდეს, ამაში რაიმე საშიშროებას და საგანგაშოს ვერ ვხედავ. უბრალოდ, უნდა გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები და მიწოდებები, რასაც „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას“  ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი რეგიონის ქვეყნებისთვის აკეთებს. როგორც მოსახლეობა, ასევე, ჯანდაცვის სექტორი მზად უნდა შეხვდეს, იმიტომ, რომ ჩვენ „ომიკრონის“ შტამებთან ბრძოლის გამოცდილება გვაქვს.

ვიცით, რომ „ომიკრონს“ არ ახასიათებს ისეთი მძიმე მიმდინარეობა, როგორიც იყო დელტას დროს. ახალ შტამებზეც არის მსგავსი მონაცემები, რომ კლინიკურად ის არ განსხვავდება დიდად „ომიკრონის“ სხვა ქვეშტამებისგან. 

განსაკუთრებული საშიშროების შექმნა მას რამდენად შეუძლია, ეს ამ ეტაპზე კითხვის ნიშნის ქვეშ არის. უბრალოდ, მისი მთავარი ცუდი მახასიათებელი, რის გამოც არის საყურადღებო და  შემაშფოთებელ შტამად არის აღიარებული, არის ის, რომ სხვა დანარჩენ შტამებზე ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება“, - აცხადებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ქვეყანაში ძირითადად „ღორის გრიპი“ ცირკულირებს - ივანე ჩხაიძე

👉 „ერთი ადამიანი თუ შემოვიდა ოთახში „კრაკენით“ ინფიცირებული, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველას დააკრაკენებს“ - გიორგი ფხაკაძე

👉 კლინიკებში ჩუტყვავილით ინფიცირებულთა მიმართვიანობამ მოიმატა - თემურ მიქელაძე

👉 „ომიკრონის“ ახალ შტამს ახასიათებს ბევრად უფრო სწრაფად გავრცელება, ვიდრე წინამორბედებს - მაია ბუწაშვილი

👉კრაკენი - კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რამდენად საშიშია ის