მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში „ომიკრონის“ 335 შემთხვევაა დადასტურებული

კორონავირუსის ახალი ვარიანტი
1641453555
COVID-19

საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის“ 335 შემთხვევაა დადასტურებული, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 567 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 41 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2105 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 949 176-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 908 813 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 14 082 პაციენტი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8,65%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6,18%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.43%.

აგრეთვე წაიკითხეთ:

 „უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება იმის შესახებ, რომ „ომიკრონი“ მსუბუქ სიმპტომებს იწვევს“ - ჯანმო

 ისრაელში ორმაგი ინფექციის პირველი შემთხვევა დადასტურდა - ზაზა წერეთელი

 ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინა - ვინ მუშაობს მის შექმნაზე?

⚫ „ომიკრონის“ გავრცელების შესაძლებლობები და სისწრაფე უფრო მაღალია, ვიდრე დელტას“ - თამარ გაბუნია

 „ომიკრონით“ გამოწვეული ტალღის ხანგრძლივობა 2-3 კვირას არ აღემატება“ - ივანე ჩხაიძე

 საფრანგეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი B.1.640.2 აღმოაჩინეს, რომელსაც 46 მუტაცია აქვს