მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში სახმელეთო გზით შემომავალ აცრილ მოქალაქეებს PCR ტესტი აღარ დასჭირდებათ

კორონავირუსის ტესტირება
1637748034
COVID-19

1-ლი დეკემბრიდან აცრილ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლა PCR ტესტის წარდგენის გარეშე შეეძლებათ, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

„საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებული და ქვეყანაში შემოდიან სახმელეთო გზით თავისუფლდებიან PCR ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

ინფორმაციისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 რესტორნებს, რომლებიც სტუმრებს მწვანე სტატუსით მიიღებენ, მუშაობის საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ

🔴 კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერაში მაყურებელთა რაოდენობა იზრდება