რესტორნებს, რომლებიც 1-ლი დეკემბრიდან სტუმრებს მწვანე სტატუსით მიიღებენ, მუშაობის საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„რესტორნებს, რომლებსაც 1-ლი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ მწვანე სტატუსით, საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ და იმდენი ხანი შეეძლებათ მუშაობა, რა დროითაც ჩათვლიან საჭიროდ“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.
მისი თქმით, მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელსაც ვაქცინის 2 დოზა აქვს გაკეთებული, გადატანილი აქვს კორონავირუსი მინიმუმ 14 დღით ადრე, 72 საათის განმავლობაში გაკეთებული აქვს PCR ტესტი ან 24 საათის განმავლობაში გაკეთებული აქვს სწრაფი ტესტი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
⭕ კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერაში მაყურებელთა რაოდენობა იზრდება
⭕ საქართველოში სახმელეთო გზით შემომავალ აცრილ მოქალაქეებს PCR ტესტი აღარ დასჭირდებათ