მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ „ომიკრონი“ გახდება დომინანტური, დროის ერთ მონაკვეთში შეიძლება, 100 000-ზე მეტი პაციენტი დაგროვდეს“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ა;ერგოლოგ-იმუნოლოგი
1640084956
COVID-19

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საქართველოში „ომიკრონის“ შტამის დაფიქსირებას გამოეხმაურა. 

მისი თქმით, კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ ვაქცინის ორი დოზა საკმარისად არ იცავს, შესაბამისად ბუსტერების მიღებაა საჭირო. 

„თუ „ომიკრონი“ დროის მოკლე მონაკვეთში გავრცელდება, ჰოსპიტალურ სექტორში ძალიან დიდი რისკი დაგვიდგება. დღეს ქვეყანაში 35 000 აქტიური შემთხვევა გვაქვს და დაახლოებით 5 700 არის კლინიკაში მოთავსებული და თუ ომიკრონი გახდება დომინანტური, რისკი ჩნდება, რომ დროის ერთ მონაკვეთში შეიძლება, 100 000-ზე მეტი პაციენტი დაგროვდეს. 

რაც შეეხება ვაქცინების ეფექტიანობას, სამწუხაროდ, დიდად შემცირებულია. „ფაიზერის“ ორი დოზის შემთხვევაში, „ომიკრონის“ გამანეიტრალებელი ძალის ეფექტიანობა 35%-ია. თუ ადამიანი იმატებს ბუსტერ დოზას, დაცვა იზრდება 75%-მდე. „ასტრაზენეკას“ ეფექტიანობა მკვეთრად შემცირებულია და ორი დოზის შემდეგ საჭიროა „ფაიზერის“ ბუსტერის მიღება“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში „ომიკრონის“ შტამის 2 შემთხვევა დადასტურდა

ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს. აგრეთვე წაიკითხეთ:

 2024 წლისთვის კორონავირუსი მსოფლიოს მასშტაბით „ენდემური“ გახდება - „ფაიზერი“

„ომიკრონის“ შემთხვევები იმ პირებს შორისაც ვიხილეთ, ვინც ვაქცინირებულია და მესამე დოზა მიიღო - CDC-ის დირექტორი

 დაასრულებს თუ არა ომიკრონი პანდემიას? - ნანა გეგეჭკორის განმარტება

„უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად, საავადმყოფოებზე დაწოლა მოიმატებს“ - პაატა იმნაძე

 „საქართველომ უნდა მიიღოს შეზღუდვები, დააწესოს აკრძალვები“ - ზაზა წერეთელი