მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

[გამოკითხვა] როგორ აფასებთ საქართველოს პატრიარქის მიერ რუსეთის პატრიარქისთვის დაბადების დღის მილოცვას?

ილია მეორე და რუსეთის პატრიარქი

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღე მიულოცა.

„ამ რთულ დროში გისურვებთ ჯანმრთელობას და ყველა ღვთაებრივ სიკეთეს. გისურვებთ, ასევე, რომ თქვენი და საერთო ძალისხმევით რაც შეიძლება მალე აღდგენილიყოს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ჩვენს სახელმწიფოებს შორის“, - ნათქვამია მისალოც ტექსტში.

ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში დისკუსია გამოიწვია, რადგან რუსეთის პატრიარქი უკრაინაში ომის მხარდამჭერია და ამავდროულად გვახსოვს ფაქტი, როცა კირილი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს შეხვდა.

ამავდროულად არსებობს სამძიმრის წერილი, სადაც რუსეთის პატრიარქმა კირილმა სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქისთვის, ილია II-სთვის გაგზავნილ სამძიმრის წერილში საქართველოს კათალიკოსის ტიტული სრულად არ მოიხსენია - კირილმა წერილში არ ახსენა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტული.

როგორ აფასებთ საქართველოს პატრიარქის მიერ რუსეთის პატრიარქისთვის დაბადების დღის მილოცვას?