მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანალიტიკოსებმა დაასახელეს ქალაქები, სადაც რუსეთის ფედერაციამ ძალა დაკარგა

სამხედროები

რუსეთი უკრაინაში აღარ განალაგებს ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფებს, რაც აგრესორ ქვეყანას ართმევს შესაძლებლობას, მიაღწიოს წარმატებას უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში. გაირკვა, რომ რაშისტების მთელი ძალა ერთდროულად რამდენიმე ქალაქში განადგურდა, რის შემდეგაც მათი მორალი და დისციპლინა მკვეთრად დაეცა, - ამის შესახებ  ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) იუწყება

როგორც ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, აპრილიდან რუსული ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები დეგრადირებულია სხვადასხვა წარუმატებელი შეტევების დროს. რუსული ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების დემორალიზებაში დიდი როლი ითამაშა, რუსეთის ფედერაციის დამქანცველმა თავდასხმებმა კიევზე, ​​მარიუპოლზე, სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკზე.

ანალიტიკოსების თქმით, მას შემდეგ, რაც აგრესორმა ქვეყანამ დაკარგა ტაქტიკური ჯგუფები და მათთან ერთად ძალა, რუსეთის სარდლობა ცდილობდა აღედგინა საბრძოლო ძალა და ხელახლა შეექმნა ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები, თუმცა, ის წარმატებით არ დაგვირგვინდა.

მანამდე ბრიტანულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში უკრაინაში რუსეთის ჯარებმა, პრაქტიკულად შეწყვიტეს ბატალიონის - ტაქტიკური ჯგუფების განლაგება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობის მხარდაჭერით, გერმანიამ წვლილი შეიტანა უკრაინაში ომის დაწყებაში - გერმანიის იუსტიციის მინისტრი

👉 რუსეთის ჯარებმა ბახმუტში „წარმატებები“ გააზვიადეს - ამერიკელი ანალიტიკოსები

👉 აშშ უკრაინაში Patriot-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს - CNN

👉 ექსპერტის თქმით, ირანმა შეიძლება არ გადასცეს ბალისტიკური რაკეტები რუსეთს

👉 რუსეთი ინდოეთს სთხოვს, დაეხმაროს ავტომობილების, თვითმფრინავებისა და მატარებლების სათადარიგო ნაწილებით - Reuters