მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დასავლეთი უკრაინას რუსეთს წინააღმდეგ ომისკენ უბიძგებს“ - სერგეი ლავროვი

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი

„ისინი უბიძგებენ უკრაინას იმ ომის გაგრძელებისკენ, რომელსაც დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებს“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა და კვლავ გააჟღერა, რომ დასავლეთი უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისკენ უბიძგებს.

„შეგახსენებთ, რომ რუსეთის ინიციატივით პრეზიდენტებმა პუტინმა და ბაიდენმა 2021 წლის ივლისში ე.წ. გორბაჩოვისა და რეიგანის ფორმულა დაამტკიცეს, რომლის მიხედვითაც ბირთვულ ომში ვერავინ იქნება გამარჯვებული და ასეთი ომი არასოდეს უნდა გაჩაღდეს.

ჩვენი პოზიცია კიდევ უფრო მოწინავეა და გულისხმობს რომ ბირთვული ომი, მის გაუჩაღებლობასთან ერთად, არ უნდა იქნეს დაშვებული ნებისმიერი სახის სამხედრო შეტაკება ბირთვულ სახელმწიფოებს შორის, ჩვეულებრივი სახის იარაღის გამოყენებითაც კი. ესკალაციამ შესაძლოა უკონტროლო ხასიათი მიიღოს. ის, რომ ჩვენი დასავლელი კოლეგები ამ ფორმულის თავის არიდებას ცდილობენ, ბევრზე მეტყველებს. ისინი უბიძგებენ უკრაინას იმ ომის გაგრძელებისკენ, რომელსაც დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებს“, - განაცხადა ლავროვმა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 შალვა ხაჭაპურიძე გამორიცხავს, რომ მოსასმენი აპარატურა სუსმა დაუმონტაჟა

👉 ქაბულში ქალებს გასართობ პარკებში შესვლა აეკრძალათ - BBC