მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შალვა ხაჭაპურიძე გამორიცხავს, რომ მოსასმენი აპარატურა სუსმა დაუმონტაჟა

ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე გამორიცხავს, რომ მოსასმენი აპარატურა სუსმა დაუმონტაჟა, ან ეს სააკაშვილის საქმეს უკავშირდებოდეს. ამის შესახებ ხაჭაპურიძემ Pia.ge-ს განუცხადა.

„შემიძლია გითხრათ, რომ არ ვუკავშირებ ჩემს საქმიანობას, კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის ადვოკატობას. გამოვრიცხავ, რომ სუსი მითვალთვალებდეს. ისეთი კუსტარული აპარატურა იყო დამონტაჟებული, ძველი, რომ არ მგონია, სუსი მაგით მუშაობდეს. მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ყველაფერს ღიად ვლაპარაკობ, ამიტომ არ მგონია, ამის გამო მისმენდნენ. მე მყავდა ჩემი მეგობარი მოყვანილი, რომელიც სპეციალისტია და ამიხსნა, რომ ეს სპეცსამსახურების არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ ძალიან კუსტარული წესით დამზადებული აპარატურაა“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

კითხვაზე - დაიწყო თუ არა გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით, მან აღნიშნა: „არ ვიცი, სააკაშვილის საქმეზე შუამდგომლობას ვამზადებ მთელი დღეა, არ მაქვს ინფორმაცია“.

მანამდე, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ მან სახლსა და მანქანაში მოსასმენი აპარატურა იპოვა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ქაბულში ქალებს გასართობ პარკებში შესვლა აეკრძალათ - BBC

👉 „მოსალოდნელია პაციენტის გარდაცვალება“ - მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილზე

👉 ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებიდან ამოიღეს წინადადება, რომ ომში თითქოს 100 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და შესწორებული ვერსია გამოაქვეყნეს - უკრაინული მედია

👉 „სამწუხაროა, რომ „TV პირველს“ უფრო მეტი არ დაეკისრა“ - კალაძის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

👉 „ევროკავშირი გთავაზობთ, შეიქმნას სპეციალური სასამართლო, რომელიც გამოიძიებს რუსული აგრესიის დანაშაულს“ - ურსულა ფონ დერ ლაიენი