მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დონეცკში დატყვევებულ შვედ, ხორვატ და ბრიტანელ მებრძოლებს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ - Reuters

რუსების მიერ დატყვევებული უცხოელები

რუსი ოკუპანტების მიერ დატყვევებულ ბრიტანელ, ხორვატ და შვედ მებრძოლებს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ. მათ ბრალად ანაზღაურების სანაცვლოდ საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის მხარეს მონაწილეობა ედებათ. ამის შესახებ Reuters წერს.

ბრიტანელ ჯონ ჰარდინგს, ხორვატ ვიეკოსლავ პრებეგს და შვედეთის მოქალაქე მატიას გუსტაფსონს, რომლებიც საპორტო ქალაქ მარიუპოლში დაატყვევეს, შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ.

ასევე, ბრალი წაუყენეს კიდევ ორ ბრიტანელს, დილან ჰილისა და ენდრიუ ჰილს, მაგრამ მათ სიკვდილით დასჯა არ ემუქრებათ. ხუთივე მათგანი წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრებეგის წინააღმდეგ ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა: „ხორვატია უარყოფს საბრალდებო დასკვნას და არ მიიჩნევს მას დასაბუთებულად და კანონიერად, რადგან ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონს და საერთაშორისო კონვენციებს დაკავებულ სამოქალაქო პირებთან და სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ“.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „იფიქრეთ დისიდენტებზე“ - ოლაფ შოლცი რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის აკრძალვაზე