მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროპის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესება „ეკონომიკურ თვითმკვლელობას“ უტოლდება - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ნავთობის სექტორი ძირეულ ცვლილებებს განიცდის, მაგრამ, ევროპა უკრაინის გამო სანქციების დაწესებით „ეკონომიკურ თვითმკვლელობას“ ჩაიდენს.

მისი თქმით, რუსეთის ენერგომომარაგების ეტაპობრივად შეწყვეტის მცდელობით ევროპა მხოლოდ საკუთარ თავს დააზარალებს და დასძენს, რომ ევროპა, თავისი ქმედებების შედეგად, ენერგიის უფრო მაღალ ფასებსა და გაზრდილ ინფლაციას მიიღებს.

„რა თქმა უნდა, ასეთი ეკონომიკური თვითმკვლელობა ევროპის ქვეყნების საშინაო საქმეა“, - აღნიშნა პუტინმა.

პუტინის თქმით, ევროპის „ქაოსური ქმედებები“ არა მხოლოდ აზიანებს საკუთარ ეკონომიკას, არამედ იწვევს რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლების ზრდას.

„ნავთობის ბაზარზე ცვლილებები ძირეული ხასიათისაა და ბიზნესის კეთება ჩვეულ რეჟიმში, ძველი მოდელის მიხედვით, ნაკლებად სავარაუდოა. ახალ მოცემულობაში, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ნავთობის მოპოვება, არამედ მთლიანი ვერტიკალური ჯაჭვის აგება, რომლის ბოლო წერტილიც მისი მომხმარებლამდე მიტანაა“, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉ამერიკელმა ექსპერტებმა განმარტეს, თუ რატომ დათანხმდა რუსეთის ფედერაცია მარიუპოლის დამცველების ევაკუაციას

👉რუსეთის ჯარებმა თავდაცვაზე გადასვლა დაიწყეს - არესტოვიჩი

👉სამხრეთით უკრაინელებმა 130 რუსი გაანეიტრალეს და 3 ტანკი გაანადგურეს

👉„უკრაინელები ჩვენი მონათესავე ერი, ძალიან მშვიდობიანი ხალხია, მაგრამ მათ დიდი ხანია ატყუებენ“ - პესკოვი

👉 მარიუპოლის მცველების მიმართ გაცემულია ბრძანება შეინარჩუნონ სიცოცხლე, ისინი უკრაინას სჭირდებიან - რეზნიკოვი