მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კადიროვის ახლო ნათესავი მარიუპოლში საველე მეთაური იყო - ბრიტანული დაზვერვა

რამზან კადიროვის ძმა

ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის ახლო ნათესავი ადამ დელიმხანოვი, სავარაუდოდ, მარიუპოლში საველე მეთაური იყო.ამის შესახებ უკრაინული მედია ბრიტანულ დაზვერვაზე დაყრდნობით წერს.

ამავე ინფორმაციით, რუსეთის მცდელობები ქალაქის აღების შესახებ წარუმატებელი აღმოჩნდა და რუსულ ძალებში პერსონალის მნიშვნელოვანი დანაკარგი გამოიწვია.

„უკრაინის წინააღმდეგობის დაძლევის მცდელობისას რუსეთმა ფართოდ გამოიყენა დამხმარე პერსონალი. ეს მოიცავს ჩეჩნური ძალების განლაგებას, რომლებიც, სავარაუდოდ, რამდენიმე ათასი „ბოევიკისგან“ შედგება, ძირითადად ორიენტირებულია მარიუპოლისა და ლუგანსკის რაიონებზე.

ეს ძალები, სავარაუდოდ, შედგება როგორც ინდივიდუალური მოხალისეებისგან, ასევე ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებისგან, რომლებიც ჩვეულებრივ იცავენ კადიროვის მთავრობას. გავრცელებული ინფორმაციით, კადიროვი პირადად აკონტროლებს განლაგებას“, - წერს მედიასაშუალება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉რუსეთის ჯარებმა თავდაცვაზე გადასვლა დაიწყეს - არესტოვიჩი

👉სამხრეთით უკრაინელებმა 130 რუსი გაანეიტრალეს და 3 ტანკი გაანადგურეს

👉„უკრაინელები ჩვენი მონათესავე ერი, ძალიან მშვიდობიანი ხალხია, მაგრამ მათ დიდი ხანია ატყუებენ“ - პესკოვი