მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყირიმში რუსული სამხედრო ბაზა იწვის

ხანძარი რუსულ ბაზაზე ყირიმში

ყირიმის ჯანკოის რაიონში რუსული სამხედრო ბაზა იწვის. ბაზის მიდამოებიდან ადგილობრივ მოსახლეობას აფეთქებების ხმები ესმის. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

„კარგად და ზუსტად მოხვდა ორკების ბაზას დასახლება აზოვსკოეში. აფეთქებების ხმები ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ისმის“ - დაწერა ფეისბუკში ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარემ რეფატ ჩუბაროვმა. 

მისი თქმით, დიდი ალბათობით უკრაინელების რაკეტა ან ჭურვი რუსების ჭურვების საცავს მოხვდა. ჩუბაროვი ამბობს, რომ „ყირიმის გიაულიატერი აქსიონოვი დასახლება მაისკოეში გაემგზავრა, რომელიც ბაზიდან 1 კმ-ში მდებარეობს“.

აფეთქებების ხმა ჯანკოის რაიონში მდებარე რუსულ ბაზაზე 16 აგვისტოს დილით გაისმა. როგორც უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ დაწერა, დასახლება აზოვსკოეში ხანძარი ჭურვების საწყობს გაუჩნდა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა ისმის

✔️ უკრაინაში მებრძოლ პრორუსულ ძალებს შორის განხეთქილება მოხდა - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“

✔️ „რუსეთს არ სჭირდება გაღიზიანება, ბუნებრივად გაღიზიანებული წარმონაქმნია“ - ნონა მამულაშვილი

✔️ „ისწავლეთ რუსეთთან მეგობრობა, კბილებსაც მთელს შეინარჩუნებთ“ - კადიროვმა დასავლეთს რუსეთთან მეგობრობა ურჩია

✔️ „რუსეთს ძალიან უჭირს იარაღის შემოტანა, გზები ნაწილობრივ გადაკეტილია“ - მამუკა მამულაშვილი