მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი რუსეთის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ითხოვენ

ვლადიმერ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც მოუწოდებენ ევროკავშირს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, დაეხმარონ უკრაინას, შექმნას სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც განსჯის რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელმძღვანელობას. ტექსტი შესაბამისი სამინისტროების ვებგვერდებზე გამოქვეყნდა.

„წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რომლის დაცვასაც ჩვენ ყველანი ვცდილობთ, ვერ გადარჩება, თუ დაუსჯელობა იქნება მისი ყველაზე აშკარა დარღვევებისთვის - გენოციდი, ომის დანაშაულები, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და აგრესიის დანაშაულები.

ბოლოდროინდელი მიზანმიმართული თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებზე, სკოლებსა და სათამაშო მოედნებზე, ისევე როგორც სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე უკრაინის მასშტაბით, მხოლოდ უახლესი ეპიზოდია რუსეთის არაპროვოცირებული ტერორისტული კამპანიის უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. უკრაინაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმები გრძელდება, ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს იმისთვის, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკ დანაშაულებზე სამართლიანობისა და პასუხისმგებლობის ძიება იყოს ჩვენი პოლიტიკის ცენტრში“, - ვკითხულობთ ტექსტში.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ნაწილს რამზან კადიროვის ბანდიტური ფორმირება „ახმატი“ აკონტროლებს - უკრაინული მხარე

👉 ირანის ციხეში ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა, 61 კი დაშავდა - Rueters

👉 „მტერი ცდილობს მთელი ფრონტის ხაზის დანაღმვას, ყველაფერს ნაღმავენ, რაზედაც ხელი მიუწვდებათ“ - სერგეი გაიდაი

👉 „მელია უკვე „მაშველი რგოლია“ ხელისუფლების“ - თაკო ჩარკვიანი

👉 ოკუპანტებმა ხერსონიდან ბანკებისა და „სახელმწიფო დაწესებულებების“ ქონება წაიღეს - უკრაინის გენშტაბი