მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარიუპოლელები მტრედებს იჭერენ და ჭამენ - ქალაქში ჩიტების ხაფანგები გამოჩნდა

ჩიტების დამჭერი ხაფანგი

რუსული ჯარების მიერ ოკუპირებული მარიუპოლის მაცხოვრებლები მძიმე ვითარებიდან გამომდინარე იძულებულნი არიან მტრედები დაიჭირონ და შემდეგ მიირთვან. ამის შესახებ ჟურნალისტი დენის კაზანსკი წერს და ჩიტების დამჭერი ხაფანგის ფოტოს აქვეყნებს. 

„მოქალაქეებს არ აქვთ საკმარისი საკვები. ამდენი ადამიანი არ იღებს ჰუმანიტარულ დახმარებას, ისინი იჭერენ და ჭამენ მტრედებს, ჩიტებს... ქალაქში სპეციალური ხაფანგები აქვთ გაკეთებული“, - წერს ჟურნალისტი. 

ქალაქის ხელისუფლების შეფასებით, შემოდგომისთვის მარიუპოლში შესაძლოა, რამდენიმე ათასი ადამიანი უკიდურესად მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო დაიღუპოს. 

„სასმელი წყლის კრიზისის გარდა, საკვების მხრივაც სწრაფად გაუარესდა მდგომარეობა. ჰუმანიტარული დახმარება საერთოდ არ არის, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა“, - აცხადებს მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშჩენკო.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

👉  იაპონია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს

👉  თურქეთში მიაჩნიათ, რომ შეთანხმების შემთხვევაში „მარცვლეულის დერეფანი“ ერთ თვეში გაიხსნება

👉  აშშ უკრაინისთვის საზენიტო-სარაკეტო თავდაცვის სისტემების შეძენას გეგმავს - CNN

👉  ბელარუსმა რუსეთს 20 ვაგონამდე საბრძოლო მასალა გაუგზავნა - უკრაინის გენერალური შტაბი