კონფლიქტები

მთავრობას რომ მოქალაქეები მოსალოდნელი ომის შესახებ გაეფრთხილებინა, ქვეყანაში მასობრივი ქაოსი დაიწყებოდა - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი
1660714184
დაკოპირებულია

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთს აქვს მოლოდინი, რომ უკრაინა პარტნიორებთან ერთად დაიღლება, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეს პირიქით უნდა მოხდეს.

„იმისათვის, რომ ოკუპანტები უკრაინიდან განვდევნოთ, რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო უნდა გაუჭირდეს ბრძოლა. ეს არის ჩვენი ნომერ პირველი სამხედრო-პოლიტიკური ამოცანა. რუსეთის ხელმძღვანელობა მოელის, რომ უკრაინელები, ევროპელები და მთელი მსოფლიო ომისგან დაიღლება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიღალოთ არა ჩვენ, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები, არამედ ჩვენი მტერი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, ზელენსკიმ ისაუბრა იმ ეკონომიკურ დანაკარგზე, რასაც უკრაინა რუსეთის ომის გამო ყოველთვიურად განიცდის.

„თუ ჩვენ ამას გამოვაცხადებდით, რაც ზოგიერთ ადამიანს სურდა კიდეც, თუმცა მათ არ დავასახელებ, მაშინ გასული წლის ოქტომბრიდან ჩვენ თვეში 7 მილიარდს დავკარგავდით და იმ მომენტში, როცა რუსები თავს ნამდვილად დაგვესხნენ, სამ დღეში აგვიღებდნენ“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ, ასევე, განმარტა, რატომ არ გამოაცხადა ოფიციალურმა კიევმა განგაში რუსეთის მიერ უკრაინაში ომის გამოცხადებამდე. მისი თქმით, ასე რომ მოქცეულიყვნენ, ქვეყანაში მასობრივი ქაოსი დაიწყებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 პუტინის გეგმები უკრაინასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება, თუმცა კრემლი ცდილობს, თავისი ჭეშმარიტი მიზნები არასწორად წარმოაჩინოს - ISW

👉 ფინეთი რუსებისთვის ვიზების გაცემას 90%-ით ამცირებს