კონფლიქტები

ფინეთი რუსებისთვის ვიზების გაცემას 90%-ით ამცირებს

პეკა ჰავისტო
1660713415
დაკოპირებულია

ფინეთის მთავრობის განცხადებით, ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემას 90 პროცენტით შეამცირებს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰავისტომ განაცხადა, რომ სექტემბრიდან ფინეთი მიიღებს რუსი ტურისტების სავიზო განაცხადების მხოლოდ 10 პროცენტს. ეს ნიშნავს, რომ ფინეთი მიიღებს მხოლოდ დაახლოებით 100 სავიზო განაცხადს ყოველდღიურად, მაშინ როცა დღეში დაახლოებით 1 000 განაცხადს იღებდა.

გამონაკლისი შეიძლება იყოს ისეთი ჯგუფისთვის, როგორიცაა ჟურნალისტები, დისიდენტები ან აქტივისტები, პოტენციური ეროვნული ჰუმანიტარული ვიზის საშუალებით. ჰავისტოს თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მისი უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაივლის კონსულტაციებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 შეერთებული შტატები „მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის“ უკრაინულ ხორბალს შეისყიდის

👉 „რაც არ უნდა რთული იყოს, პუტინთან პირდაპირი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, უნდა იცოდეს, რას ვითხოვთ მისგან“ - ოლაფ შოლცი

👉 მთავრობას რომ მოქალაქეები მოსალოდნელი ომის შესახებ გაეფრთხილებინა, ქვეყანაში მასობრივი ქაოსი დაიწყებოდა - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 პუტინის გეგმები უკრაინასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება, თუმცა კრემლი ცდილობს, თავისი ჭეშმარიტი მიზნები არასწორად წარმოაჩინოს - ISW