მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნაძირალა, რომელიც ნებისმიერ ბრძანებას შეასრულებს“ - რუსი ოპოზიციონერი გენერალ სერგეი სუროვიკინზე

სერხი სუროვიკინი

რუსეთში ვლადიმერ პუტინსა და სამხედრო ხელმძღვანელობას შორის დიდი უთანხმოებაა. რუსეთის პრეზიდენტმა  „სპეციალურ ოპერაციაზე“ პასუხისმგებლობა გენერალ სერგეი სუროვიკინს დააკისრა. მას განსაკუთრებული მისია აქვს, - ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა იჰორ იაკოვენკომ განაცხადა. 

„სერიოზული განხეთქილებაა პუტინს, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბს შორის. მისი {პუტინის}სამიზნე თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი, გენერალი გერასიმოვი და შოიგუა, ასევე, მისი ორი მომხრე - კადიროვი და პრიგოჟინი.

უპირველეს ყოვლისა გენერალური შტაბი და ირიბად შოიგუ პასუხისმგებელია სამხედრო წარუმატებლობაზე. რა თქმა უნდა, სამხედროებს ეს არ მოსწონთ. გენერალი სუროვიკინი არის სრული ნაძირალა, რომელიც მზად არის შეასრულოს ნებისმიერი ბრძანება“, - განაცხადა იაკოვენკომ.

ექსპერტის თქმით, ის არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან მეთაურთაგანი, ვინც 1991 წელს მოსკოვში, ჯერ კიდევ კაპიტნის, გვარდიის ტამანის დივიზიის ბატალიონის მეთაურის რანგში ყოფნისას, თავისი ჯავშანტექნიკა მშვიდობიანი მოსახლეობისკენ მიმართა. მერე გაიქცა. მან ციხეში ხუთი თვე გაატარა და საბოლოოდ გაათავისუფლეს.

„ის მზადაა ყოველგვარი მსხვერპლისთვის და არ ფიქრობს შედეგებზე. ის არის ადამიანი, რომელიც არაფერზე გაჩერდება. თუ მას უბრძანებენ, მას შეუძლია მოკლას მთელი მსოფლიო. გენერალი სუროვიკინი არის ადამიანი, რომელსაც პუტინი ენდობა შეიარაღებულ ძალებში“, - დასძინა იაკოვენკომ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ პუტინს ელიტარული ქვედანაყოფი მოსკოვში გადაჰყავს სახელმწიფო გადატრიალების შიშის გამო - The Sun

✔️ „მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ უნდა მოახდინოს თავისი ძალების კონსოლიდაცია, რათა ეს ბოროტების პროვინცია საბოლოოდ დამარცხდეს“ - გიორგი ბადრიძე

✔️ რუსეთი ოკუპირებული ყირიმიდან „სიტუაციის გართულების“ შემთხვევაში ნახევარკუნძულიდან ევაკუაციის გეგმას ამზადებს - გენერალური შტაბი

✔️ „ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საშიშროება დიდია, პუტინის ფსიქიკური არასტაბილური მდგომარეობიდან გამომდინარე“ - მამუკა მამულაშვილი

✔️ ბირთვული იარაღი არ დაეხმარება პუტინს უკრაინის ხელში ჩაგდებაში - ISW