მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ განმარტავს, რატომ ცვლის რუსეთი უკრაინასთან ტყვეებს ხშირად

საერთაშორისო ორგანიზაცია ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

საერთაშორისო ორგანიზაცია „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსების ინფორმაციით, საინფორმაციო სივრცეში უკმაყოფილების ტალღის ჩასაცხრობად რუსეთი ტყვეებს ხშირად ცვლის.  

ორგანიზაციის ანალიტიკოსების თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ტყვეთა გაცვლის სიხშირე თავისთავად წყალგამყოფია, რადგან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შესამჩნევად თავშეკავებული იყო ბოლო თვეების განმავლობაში. რუსეთის თავდაცვის უწყება ტყვეების აქტიური გაცვლისა და მათ მიმართ „პატივისცემის“ გამო არაერთხელ გააკრიტიკეს. 

„ტყვეთა გაცვლის სიხშირის გაზრდა, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს რუსი ბლოგერების უკმაყოფილების შემსუბუქებას, რომლებიც შედარებით ნეიტრალური ტონით ავრცელებენ ინფორმაციას გაცვლის ბოლო სერიის შესახებ“, - აცხადებენ ორგანიზაციაში. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

🔴  გნებავთ დახმარება? დაგვეხმარეთ, მაგრამ ნუ ცდილობთ დაგვაჯეროთ, რომ ომს წავაგებთ - კულება მოკავშირეებს მიმართავს