მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსებმა დაასახელეს სტრატეგიული პუნქტი, რომელიც უკრაინამ უნდა გაათავისუფლოს

საერთაშორისო ორგანიზაცია ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

„რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გეგმები უკრაინის ხელში ჩაგდების შესახებ ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეიცვლება, მიუხედავად იმისა, იქნება ცეცხლის შეწყვეტა თუ რაიმე სხვა საკითხი დადგება“, - ამის შესახებ „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსები აცხადებენ. 

ორგანიზაციის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ  უკრაინამ უნდა დაიბრუნოს გარკვეული ტერიტორიები, რათა უზრუნველყოს მისი გრძელვადიანი უსაფრთხოება და ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა.

ექსპერტები წერენ, რომ კრემლი საომარი მოქმედებების ნებისმიერ გზას გამოიყენებს თავისი მიღწევებისთვის  და ფრონტის ხაზზე პოზიციების გასამყარებლად.

თუ უკრაინა დაიბრუნებს კონტროლს მდინარე დნეპრის მთელ დასავლეთ სანაპიროზე, რუსებს, სავარაუდოდ, უკიდურესად გაუჭირდებათ სახმელეთო თავდასხმები სამხრეთ-დასავლეთით. ამრიგად, მიკოლაივის, ოდესის და მთელი უკრაინის შავი ზღვის სანაპიროს გრძელვადიანი თავდაცვითი შესაძლებლობები დიდწილად დამოკიდებულია დასავლეთ ხერსონის გათავისუფლებაზე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ ოკუპანტებმა კიევი „კამიკაძე-დრონებით“ დაბომბეს - უკრაინული მხარე