მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრიგოჟინი ბახმუტის მიმართულებით „ვაგნერის“ შესაძლო დამარცხების აღიარებისთვის ემზადება - ISW

ოლიგარქი

რუსული „ვაგნერის ჯგუფის“ ლიდერი ევგენი პრიგოჟინი რუსი აუდიტორიის წინაშე ბახმუტის მიმართულებით თავისი დაქირავებული ჯარისკაცების დამარცხების აღიარებისთვის ემზადება, - ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) რეზიუმეშია აღნიშნული.

ბოლო ინტერვიუში პრიგოჟინმა ახსენა მოსალოდნელი უკრაინის კონტრშეტევა ერთდროულად ხუთი მიმართულებით. მისი თქმით, ეს ოპერაციები აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყება, ამიტომ მან რუსეთის ჯარებს მოუწოდა, ამ კონტრშეტევისთვის საბრძოლო მასალითა და აღჭურვილობით მოემზადონ.

ISW-ს ექსპერტები აცხადებენ, რომ ბახმუტში „ვაგნერის“ ტაქტიკური წარმატების მიღწევის ალბათობა მცირდება და პრიგოჟინი, სავარაუდოდ, ცდილობს, მოსალოდნელი მარცხი გაამართლოს. 

გარდა ამისა, სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პრიგოჟინის მიერ აღწერილი უკრაინის მოსალოდნელი კონტრშეტევა ასევე გულისხმობს, რომ, მისი აზრით, რუსული ჯარები მალე დათმობენ ინიციატივას და იძულებულნი იქნებიან, თავდაცვაზე გადავიდნენ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 ჩრდილოეთ კორეამ მორიგი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გაისროლა

🔴 ვლადიმერ პუტინი მარიუპოლში ჩავიდა - რუსული მედია