მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ იმოქმედებს ზამთარი უკრაინის ომზე? - ISW-ის პროგნოზი

საერთაშორისო ორგანიზაცია ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

საერთაშორისო ორგანიზაცია „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსების თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე შემდგომი საომარი მოქმედებების მიმდინარეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ზამთარი. 

„ჩვენი შეფასებით, ზამთარში საომარი მოქმედებები, როგორც წესი, ძლიერდება, როცა მიწა იყინება. თუ ზამთარი მკაცრი იქნება, ბრძოლები უფრო ინტენსიური გახდება დეკემბრის ბოლოდან თებერვლის ჩათვლით. გარდა ამისა, ტალახიან მიწაზე ვითარება რუსებისთვის ბევრად არახელსაყრელი იქნება, ვიდრე უკრაინელებისთვის. ასე რომ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ზამთარი”, - აცხადებენ ორგანიზაციის ანალიტიკოსები. 

 ISW პროგნოზირებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეიძლება გააკონტროლონ ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპირო ამ წლის ბოლომდე.

„თავად ხერსონის გათავისუფლების შესახებ სიტუაცია არ არის ნათელი, რადგან ჯერ კიდევ ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რას გააკეთებენ რუსები“, - აცხადებენ ორგანიზაციაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

✔️ ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუსი

✔️ პუტინი იტყუება - რუსეთში მობილიზაციას მოსალოდნელი შედეგი არ მოჰყვა - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“

✔️ ბლინკენი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება პუტინისთვის კატასტროფული იქნება

✔️ რუსეთში ღამის კლუბში ხანძარი გაჩნდა - დაღუპულია 5 ადამიანი