მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ორი თანამშრომელი გაიტაცეს

ზაპოროჟიეს სადგური

რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ორი თანამშრომელი გაიტაცეს, მათი ადგილსამყოფელი უცნობია. ამის შესახებ Energoatom წერს

გუშინ, 17 ოქტომბერს, რუსებმა დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ოლეგ კოსტიუკოვი და ქარხნის გენერალური დირექტორის თანაშემწე ოლეგ ოშეკო.

Energoatom მოუწოდებს IAEA-ს გენერალურ დირექტორს რაფაელ გროსის და მთელ მსოფლიო საზოგადოებას, გამოიყენონ ყველა შესაძლო ზომა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის თანამშრომლების გასათავისუფლებლად და ხელი შეუწყონ მათ სამსახურში დაბრუნებას.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „კალაძემ ხო მოიწონა ჩვენს წინაშე თავი, პასუხისმგებლობა რატომ ეკისრება „ჭ“ კლასის ხალხს, მის ადგილას მე გადავდგებოდი“ - ალეკო ელისაშვილი

👉 „მინდა, ბოდიში მოვიხადო დაშვებული შეცდომისთვის, თუმცა, გადადგომას არ ვაპირებ“ - ლიზ ტრასი