მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამხრეთით უკრაინამ ოკუპანტებთან საარტილერიო უპირატესობა მოიპოვა - New York Times

ხერსონი

უკრაინას ახლა დასავლური მარაგებისა და საკუთარი უპილოტო თვითმფრინავების წყალობით, საარტილერიო უპირატესობა აქვს სამხრეთში რუსეთის ძალებთან შედარებით. ამის შესახებ The New York Times-ი უკრაინელ მეთაურებსა და სამხედრო ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის თანახმად, უკრაინას ახლა უპირატესობა აქვს როგორც სროლის დიაპაზონში, ასევე ზუსტი მართვადი რაკეტებითა და საარტილერიო ჭურვებით, რაც რუსეთს დიდწილად აკლია.

უკრაინელი ჯარისკაცები ანადგურებენ მილიონობით დოლარის ღირებულების ჯავშანმანქანებს საკუთარი იაფი თვითმფრინავებით, ასევე უფრო მოწინავე თვითმფრინავებითა და სხვა იარაღებით, რომლებსაც შეერთებული შტატები და მოკავშირეები უზრუნველყოფენ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის მზარდმა უპირატესობამ არტილერიაში შესაძლებელი გახადა ნელი წინსვლა სამხრეთში ხერსონის მიმართულებით.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, თუ ზაფხულში დონეცკის ოლქში რუსეთმა 10-მდე საარტილერიო ჭურვი გაისროლა თითოეული უკრაინული ჭურვისთვის, ახლა ხერსონის რაიონში უკრაინელი მეთაურები ამბობენ, რომ მხარეები დაახლოებით ამდენივე ჭურვებს ისვრიან, მაგრამ უკრაინული დარტყმები არა მხოლოდ უფრო დიდი მანძილის, არამედ უფრო ზუსტია რაკეტებისა და საარტილერიო ჭურვების დასავლური სატელიტური ხელმძღვანელობის წყალობით.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ბავშვს დაუწყო ძიძგილაობა და მოტაცება, რის შემდეგაც ჩემს უფროსს შვილს ხელი უკრავს ამ კაცისთვის და გამოქცეულან ესკალატორისკენ“ - თბილისში კაცი მოზარდების მოტყუებით გატაცებას ცდილობდა

👉 სამხრეთ კორეაში ჰელოუინისას ჭყლეტას 151 ადამიანი ემსხვერპლა, 3 580 ადამიანი დაკარგულია - ქვეყანაში გლოვა გამოცხადდა

👉 სომალიში მანქანები აფეთქდა, რის შედეგადაც 100 ადამიანი დაიღუპა და 300 დაშავდა - Reuters

👉 ხერსონის 90-ე გამოსასწორებელი კოლონიიდან ე.წ. „ევაკუაციის“ დროს რუსებმა პატიმრები გამოიყვანეს, კოლონიას კი პერსონალისა და აღჭურვილობის დასაბინავებლად იყენებენ - უკრაინის გენშტაბი

👉 ირანულ მოჰაჯერ-6-ს უკრაინული წარმოების სათადარიგო ნაწილი აღმოაჩნდა - უკრაინის დაზვერვა