მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სახალხო დეპუტატის ძმა დააკავა, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში დივერსიას და აფეთქებას გეგმავდა

ოლეგ ცარევის ძმა, დივერსიის გეგმაში ბრალდებული

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ყოფილი სახალხო დეპუტატის ოლეგ ცარევის ძმა დააკავა, რომელიც აღმოსავლეთ რეგიონებში დივერსიის მოწყობას გეგმავდა.

„ის დარწმუნებული იყო რუსეთის ფედერაციის სწრაფ გამარჯვებაში. ელოდა რეგიონის ოკუპაციას. მას სამხარეო სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას დაჰპირდნენ. როდესაც რუსების ჩამოსვლა ვერ მოხერხდა, მას რეგიონში, დნეპერში, სიტუაციის დესტაბილიზაციის დავალება მიეცა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე აფეთქებების სერიის გზით. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა აღკვეთა ეს გეგმები“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ჩხრეკისას სამართალდამცველებმა სპეციალურად აღჭურვილ სათავსში იარაღი და საბრძოლო მასალა იპოვეს, ასევე, ბომბები, საბანკო ბარათები და რუსეთის მოქალაქეების პასპორტები.

როგორც უკრაინული მედია წერს, ცარევის ძმა 2014 წლიდან ცხოვრობს დნეპრში, ეწეოდა წყნარ და შეუმჩნეველ ცხოვრების წესს, მაგრამ აქტიურ ურთიერთობას ინარჩუნებდა თავად ყოფილ სახალხო დეპუტატთან, რომელიც რუსეთში იმალება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „რუსეთი მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს“ - ანდრეი რუდენკო

👉 ავსტრალია უკრაინას 30-ზე მეტ ჯავშანტრანსპორტიორს უგზავნის - ავსტრალიის თავდაცვის მინისტრი

👉 „რუსეთი არც ისე სუსტია, ვინც ამბობს, რომ ომი მაისში დასრულდება, არასერიოზულია“ - ოლექსი დანილოვი

👉 „ჩვენ არ გვჭირდება სუროგატები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად“ - დმიტრო კულება

👉 „მეკითხებიან, რატომ არ ვწერ ხშირად ჩემს მშობლიურ საქართველოზე, არ მინდა ცუდზე დავწერო და არცერთი კარგი ამბავი არ ყოფილა ბოლო წლებში“ - თინა კანდელაკი