მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინულ ძალებს ხერსონის რეგიონში თავდაცვითი პოზიციების გასაძლიერებლად რუსების მცდელობის შეჩერება შეუძლიათ - ISW

ხერსონის ოლქის დასახლებები ოკუპაციის შემდეგ

საერთაშორისო ორგანიზაცია „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსების მოსაზრებით, ხერსონის რეგიონის ოკუპირებულ ნაწილში  უკრაინულ ძალებს შეუძლიათ თავდაცვითი პოზიციების გასაძლიერებლად რუსების მცდელობა შეაჩერონ. 

„უკრაინის ძალებს, სავარაუდოდ, გაუჭირდებათ ამ ეტაპზე შედეგების მიღწევა აღმოსავლეთ ხერსონში, მაგრამ შეიძლება შეაჩერონ რუსეთის ძალისხმევა მათი ახალი თავდაცვითი ხაზების გაძლიერებისა და შენარჩუნების მიზნით. რუსული ძალები აღმოსავლეთ ხერსონის ოლქში ნაწილობრივ დაუცველები არიან“, - აცხადებენ ორგანიზაციაში. 

ხერსონის რეგიონის გათავისუფლება

10 ნოემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინული ჯარები აგრძელებენ შეტევას ხერსონის რეგიონში გეგმის მიხედვით გათავისუფლდა. 

11 ნოემბერს  უკრაინელი სამხედროები შევიდნენ ხერსონში, რომელიც ოკუპირებული იყო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი ომის პირველ დღეებში. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა - CNN

🔴  18 ნოემბრის ამინდის პროგნოზი

🔴 ცულითა და ხმლით შეიარაღებული კაცი New York Times-ის ოფისში შეჭრას ცდილობდა