მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი აღმოსავლეთ უკრაინის თავზე გამოჩნდა

ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი

აშშ-ის საჰაერო ძალების სადაზვერვო თვითმფრინავი RC-135 უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილის თავზე გამოჩნდა

თვითმფრინავი დიდი ბრიტანეთის ტერიტორიიდან აფრინდა. 

მსგავსი ტიპის საჰაერო საშუალებები გარკვეული ტერიტორიების დასაზვერად და მონაცემების შესაგროვებლად გამოიყენება. 

ვარაუდობენ, რომ უკრაინის თავზე ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავის გამოჩენის მიზეზი საზღვრის გასწვრივ რუსული სარაკეტო სისტემების მობილიზაცია გახდა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთმა 100 ათასამდე სამხედროს მობილიზება მოახდინა.

ბოლო დღეებში დასავლურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. 

ამავე თემაზე:

🔴 დასავლეთის ქვეყნები უკრაინას რუსული აგრესიის დიდი ალბათობის შესახებ აფრთხილებენ

🔴 „ყირიმი სამუდამოდ რუსეთის ნაწილი იქნება“ - ვლადიმერ პუტინი

🔴 უკრაინა რუსეთს დონბასის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის სურვილში ადანაშაულებს

🔴 ამერიკული დაზვერვა ბრიუსელს და კიევს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის შესახებ აფრთხილებს