მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავღანეთში „თალიბანის“ წევრებმა სახალხოდ 12 ადამიანი გაამათრახეს - BBC

ავღანეთში „თალიბანის“ წევრებმა სახალხოდ 12 ადამიანი გაამათრახეს

ავღანეთში, საფეხბურთო სტადიონზე, „თალიბანის“ წევრებმა ათასობით ადამიანის წინაშე თორმეტი ადამიანი, მათ შორის სამი ქალი, გაამათრახეს. ამის შესახებ BBC წერს.

თალიბანის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, მათ ბრალად ედებოდათ „მორალური დანაშაულები“, მათ შორის მრუშობა, ყაჩაღობა და ჰომოსექსუალური კავშირები. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ ერთი თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ისლამისტური დაჯგუფება საჯაროდ სჯის ხალხს.

„ეს ნაბიჯი შეიძლება მიანიშნებდეს 1990-იან წლებში თალიბანის წინა მმართველობაში არსებული მკაცრი პრაქტიკის დაბრუნებას“, - წერს BBC.

„დასჯილებმა“ 21-იდან 39-მდე დარტყმა მიიღეს. თალიბანის კიდევ ერთი ოფიციალური პირის თქმით, გამათრახების მაქსიმალური რაოდენობაა 39.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ნიკოლ ფაშინიანმა ОДКБ-ს სამიტზე დოკუმენტების ხელმოწერაზე უარი თქვა

👉 კრემლს უარი არ უთქვამს უკრაინაში მის მიზნებზე, უბრალოდ ნაწილობრივ ფარავს მას - ISW

👉 „მსოფლიო არ უნდა იყოს ერთი საერთაშორისო ტერორისტის მძევალი“ - ზელენსკი გაეროს მოუწოდებს, რუსეთს ხმის უფლება ჩამოართვას

👉 აშშ არ გამორიცხავს, ​​რომ რუსეთმა უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს, თუ ის განაგრძობს პოზიციების დაკარგვას ბრძოლის ველზე - Politico