მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, ჩვენი ჯარისკაცები საუკეთესოები არიან, ისინი გვიცავენ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

ვლადიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომის შემდეგ განცხადება გაავრცელა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საბჭოს წარმომადგენლები დონბასში სიტუაციის სრული დეესკალაციისა და მშვიდობიანი მოგვარებისთვის მუშაობენ.

„ყველაფერი კონტროლის ქვეშაა, პანიკის საფუძველი არ არის. შეხვედრის პირველი საკითხი იყო ვითარება ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში. ჩვენ ვმუშაობთ სიტუაციის სრული დეესკალაციისთვის და მშვიდობიანი მოგვარების გზაზე გადასვლაზე. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, ვაკეთებთ აბსოლუტურად ყველაფერს, რაც საჭიროა. ჩვენი ჯარისკაცები საუკეთესოები არიან, გვიცავენ და ისინი ჩვენც უნდა დავიცვათ - მშვიდად ვიყოთ და არ ვთქვათ, რომ „ყველაფერი დაკარგულია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴 პუტინი საწოლის რომელ მხარეს გაიღვიძებს, იმაზეა დამოკიდებული უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გადაწყვეტილება - ბაიდენი

🔴 რუსეთი რუმინეთიდან და ბულგარეთიდან ნატოს ძალების გაყვანას ითხოვს

🔴 თანამგზავრებმა უკრაინის საზღვართან რუსული საბრძოლო ტექნიკა გადაიღეს (ვიდეო) 

🔴 რუსეთის დუმის დეპუტატები პუტინს დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლად აღიარებას სთხოვენ 

🔴 ესპანეთმა შავ ზღვაში საბრძოლო ხომალდები გაგზავნა

🔴 „პარტნიორების უუნარობის გამო ჩვენი მოქალაქეების სისხლით აღარ გადავიხდით, სწრაფად გამოიტანონ დასკვნები რუსეთის ქმედებებზე“ - დმიტრო კულება