მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენ ვხედავთ, რა ხდება დონბასში, ეს გენოციდს ჰგავს“ - ვლადიმერ პუტინი

პუტინმა მთავრობის წევრებს კორონავირუსზე ყოველდღიური პროგნოზის გაკეთება მოსთხოვა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მის ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენთან გამართული ონლაინშეხვედრის შემდეგ უკრაინის საკითხზე პირველი კომენტარი გააკეთა

პუტინი უკრაინას პროვოკაციებში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მის აღმოსავლეთ რეგიონებში არსებული სიტუაცია გენოციდს ჰგავს.

მისივე თქმით, კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი რუსების სიძულვილია. 

„ჩვენ ვხედავთ და ვიცით, რა ხდება დონბასში. ეს, რა თქმა უნდა, გენოციდს ჰგავს“, - განაცხადა პუტინმა. 

რუსეთის პრეზიდენტის აღნიშნული განცხადების მიზანი დონბასის რეგიონში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის „დისკრიმინაციის“ საკითხის წინ წამოწევა იყო.

7 დეკემბერს ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის ვიდეოფორმატში მოლაპარაკება გაიმართა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენი  პუტინს უკრაინასთან კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში სერიოზული სანქციებით დაემუქრა. მან აშშ-ის და მოკავშირეების შეშფოთება გამოთქვა უკრაინის საზღვართან რუსული ჯარის კონცენტრაციის გამო.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთმა 100 ათასამდე სამხედროს მობილიზება მოახდინა.

ბოლო დღეებში დასავლურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. 

ამავე თემაზე:

🔴 დასავლეთის ქვეყნები უკრაინას რუსული აგრესიის დიდი ალბათობის შესახებ აფრთხილებენ

🔴 „ყირიმი სამუდამოდ რუსეთის ნაწილი იქნება“ - ვლადიმერ პუტინი

🔴 უკრაინა რუსეთს დონბასის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის სურვილში ადანაშაულებს

🔴 ამერიკული დაზვერვა ბრიუსელს და კიევს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის შესახებ აფრთხილებს