მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს G7-ის ლიდერები უკრაინაზე მასიური სარაკეტო დარტყმის გამო საგანგებო შეხვედრას გამართავენ

დიდი შვიდეული

უკრაინაზე მასიური სარაკეტო დარტყმის გამო G7-ის ლიდერები საგანგებო შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ  დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„დიდი შვიდეულის ლიდერები 11 ოქტომბერს შეიკრიბებიან, რათა კიდევ ერთხელ დაადასტურონ ერთიანობა უკრაინასთან მიმართებით. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთმა გააძლიერა თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე, როგორიცაა კიევი, კლავენ მშვიდობიან მოქალაქეებს, ელექტროენერგიას უთიშავენ მოსახლეობას და კომუნიკაციის შესაძლებლობას არ აძლევენ.  ეს მოხდა მას შემდეგ, რაც პუტინმა მოაწყო ყალბი რეფერენდუმი და უკრაინის რეგიონების ანექსია მოახდინა“, - ვკითხულობთ განცხადებაში. 

დღევანდელ ვიდეო კონფერენციას, ასევე შეუერთდება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. 

ამასთან, აღსანიშნავია რომ 10 ოქტომბერს ზელენსკის დიდი ბრიტანეთის პრემიერთან ჰქონდა საუბარი, სადაც უკრაინის ცის დახურვის საკითხი განიხილეს. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ლიზ ტრასი ნატოს ლიდერებს საგანგებო შეხვედრის გამართვას სთავაზობს