მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ძვირფასო ილონ მასკ, როდესაც ვინმე ცდილობს, მოიპაროს თქვენი Tesla-ს საბურავები, არ ნიშნავს, რომ ეს მას ავტომობილის, ან საბურავების კანონიერ მფლობელად აქცევს“ - ლიეტუვის პრეზიდენტი

გიტანას ნაუსედა, ილონ მასკი

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ამერიკელი ბიზნესმენის ილონ მასკის ტვიტს გამოეხმაურა, რომელშიც მან რუსეთსა და უკრაინას შორის „მშვიდობის ხელშეკრულების“ გეგმაზე ისაუბრა.

🔴 „ომის დასრულებისთვის უკრაინა ნეიტრალური უნდა გახდეს, ყირიმი კი რუსეთის შემადგენლობაში დარჩეს“ - მასკი

„ძვირფასო ილონ მასკ, როდესაც ვინმე ცდილობს, მოიპაროს თქვენი Tesla-ს საბურავები, არ ნიშნავს, რომ ეს მას ავტომობილის, ან საბურავების კანონიერ მფლობელად აქცევს. მაშინაც კი, თუ ამტკიცებს, რომ ორივემ ამის სასარგებლოდ მისცა ხმა. უბრალოდ ვამბობ“, - განაცხადა ნაუსედამ.

ცნობისთვის, ილონ მასკმა ტვიტერზე გამოაქვეყნა „სამშვიდობო გეგმა“, რომელიც, უკრაინაში ომის დასრულებას ეხება. მან თავის მიმდევრებს მოუწოდა, ხმა მისცენ მის წინადადებას „მომხრე“ ან „წინააღმდეგი“.

„ომის დასრულებისთვის უკრაინა ნეიტრალური უნდა გახდეს, ყირიმი კი რუსეთის შემადგენლობაში დარჩეს“, - განაცხადა მასკმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „რამდენიმე ოლქში ახალი დასახლებული პუნქტები გათავისუფლდა“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების ახალ პაკეტში ოთხი „ჰაიმარსის“ სისტემა იქნება გათვალისწინებული - Reuters

👉 პუტინი ცდილობს, ხარკოვის რეგიონში წარუმატებლობისთვის პასუხისმგებლობა თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებების გამოყენებით გადაიტანოს - ISW

👉 „საფრანგეთს სურს, ომის ფასი რუსეთისთვის გაუსაძლისი გახადოს“ - საფრანგეთის პრემიერი

👉 პუტინი ბირთვული ესკალაციისთვის მზადაა და საცდელ აფეთქებას უკრაინის საზღვართან გეგმავს - The Times