მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერდოღანის განცხადებით, თურქეთში მიწისძვრების შედეგად მიყენებული ზარალი 104 მილიარდ დოლარს შეადგენს

მიწისძვრა თურქეთში

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთში მიწისძვრების შედეგად მიყენებული ზარალი დაახლოებით 104 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ერდოღანმა ბრიუსელში გამართული საერთაშორისო დონორთა კონფერენციის მონაწილეებისადმი მიმართვაში განაცხადა.

„დანგრეული და ძლიერ დაზიანებული შენობების რაოდენობა 298 000-ს აღწევს. მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზიანის ზარალი დაახლოებით 104 მილიარდ დოლარს შეადგენს. ვერც ერთი ქვეყანა ვერ უმკლავდება ამ მასშტაბის კატასტროფას დამოუკიდებლად“, - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთს საერთო ჯამში დახმარება 130-მა ქვეყანამ გაუწია. 

„მეცნიერები ამბობენ, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კატასტროფაა, რაც ხმელეთზე მოხდა. ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რეგიონში 650 000 საცხოვრებელი ერთეულის მშენებლობა იგეგმება. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

🔴 ბოლომდე მოშლილი რომ არ გქონდეთ მორალური კომპასი, ახალგაზრდებს გადარჩენისთვის მადლობას გადაუხდიდით - სამადაშვილი უმრავლესობას

🔴 დღეს სამყარო მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე დგას - ირაკლი ღარიბაშვილი

🔴 დავით კეზერაშვილის საქმეზე სააპელაციომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და 5 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა

🔴 შოლცი აცხადებს, რომ პუტინთან პირად საუბრებში კრემლის ლიდერი თავაზიანი ადამიანია და ერთმანეთს სახელით მიმართავენ