მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლუკაშენკოს წარმოსახვაში თავად უკრაინას სურს ბელორუსზე თავდასხმა - Eurointegration

ბელარუსის ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ არ სურს უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლა და სავარაუდოდ კიევს სურს ბელარუსზე თავდასხმა. ამის შესახებ Eurointegration ბელორუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს. 

ლუკაშენკოს თქმით, უკრაინული მხარე ომში ბელარუსის ჩათრევას ცდილობს. 

„ისინი კვლავ ცდილობენ ჩვენს ჩათრევას უკრაინის ომში. უკრაინელ პოლიტიკოსებსა და პრეზიდენტს ერთი პოლიტიკა აქვთ - რაც უფრო მეტი უკრაინელი დაიღუპება, ის მთელ მსოფლიოს უკიჟინებს, რომ ეს ბელორუსის და რუსეთის სისასტიკის ბრალია.  კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენ არ გვინდა ბრძოლა უკრაინაში“, - აცხადებს ლუკაშენკო. 

ლუკაშენკომ ასევე უკრაინა დაადანაშაულა ბელარუსის ტერიტორიაზე რაკეტების გაშვებაში. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴  უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მელიტოპოლში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზას ათობით დარტყმა მიაყენეს

🔴 „პუტინი ახალ „ფიურერად“ იქცა“ - ექსპერტი