მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მზად ვართ, ჩვენს მოკავშირეებს ყველაზე თანამედროვე ტიპის იარაღი შევთავაზოთ“ - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მოსკოვი მის კავშირებს ლათინური ამერიკის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებთან აფასებს და მზად არის, მათ თანამედროვე იარაღი შესთავაზოს. 

„მზად ვართ, ჩვენს მოკავშირეებს შევთავაზოთ ყველაზე თანამედროვე ტიპის იარაღი: მცირე იარაღი, ჯავშანტექნიკა, არტილერია, საბრძოლო ავიაცია და უპილოტო საფრენი აპარატები.

თითქმის ყველა მათგანი არაერთხელ იქნა გამოყენებული რეალურ საბრძოლო მოქმედებებში“, - განაცხადა პუტინმა. 

დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსული ჯარებისა და იარაღის წარუმატებლობამ შესაძლოა, მისი იარაღის ექსპორტი ნაკლებად მიმზიდველი გახადოს ისეთი პოტენციური მყიდველებისთვის, როგორიც ინდოეთია, რომელიც წარსულში რუსულ იარაღს ხშირად ყიდულობდა, ეს კი რუსეთის ეკონომიკას დიდ დარტყმას მიაყენებს.

ამავე თემაზე: 

🔴 „რუსი ხალხი თავისი არმიითა და საზღვაო ძალებით ამაყობს“ - პუტინი

🔴 ჩვენი ჯარისკაცები ღირსეულად იბრძვიან, ნათლად ასრულებენ ყველა დასახულ ამოცანას და ეტაპობრივად „ათავისუფლებენ“ დონბასს - პუტინი