მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ომის ფონზე, რუსეთი ფარულ მობილიზაციას ახორციელებს - უკრაინული მხარე

ნაწილობრივი მობილიზაციის გადავადება რუსეთში

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის ანდრეი იუსოვის თქმით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, რუსეთი ფარულ მობილიზაციას ახორციელებს და შემდგომი სამობილიზაციო საქმიანობისთვის ემზადება. 

„რუსეთში ფარული მობილიზაცია გრძელდება და მზადება შემდგომი სამობილიზაციო ღონისძიებებისთვის მიმდინარეობს. ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ჯარი არ არის ეფექტური, სათანადოდ გაწვრთნილი. ამას მოწმობს ბრძოლის ველზე მტრის დიდი დანაკარგებიც“, - აცხადებს იუსოვი. 

მისივე თქმით, მობილიზებულებს ბრძოლის ველზე „პანიკური განწყობები“ აქვთ. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

🔴 ჯონ კირბის განცხადებით, შეერთებული შტატები სკეპტიკურად არის განწყობილი პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრის მიმართ

🔴 იაპონიის პრემიერი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა

🔴 თეთრი სახლი სი ძინპინს მოუწოდებს, პუტინზე ზეწოლა განახორციელოს