მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პეტრო პოროშენკო უკრაინაში დაბრუნდა

პეტრო პოროშენკო

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უკრაინაში დაბრუნდა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

პოროშენკო კიევში ვარშავიდან დაბრუნდა. მას აეროპორტში ასობით მომხრე შეხვდა, რომლებსაც ყოფილმა პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოროშენკოს უკრაინაში დაბრუნების შემდეგ მესაზღვრეებმა პასპორტი ჩამოართვეს, თუმცა მოგვიანებით საბუთები დაუბრუნეს.

„15 წუთის განმავლობაში მესაზღვრეები არაკანონიერად ცდილობდნენ უკრაინაში ჩემი შესვლა არ დაეშვათ. პასპორტს ამოწმებდნენ, რათა უკრაინაში არ შევსულიყავი. ასე ეშინიათ ჩვენი“, - განუცხადა პეტრო პოროშენკომ ჟურნალისტებს. 

პოროშენკომ ქვეყანა 17 დეკემბერს დატოვა, რადგანაც დაპატიმრების რისკი არსებობდა. 

მანამდე კი უკრაინელმა სამართალდამცველებმა უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის ქონება და აქტივები დააყადაღეს. 

პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ღალატის საქმის ფიგურანტია. სისხლის სამართლის საქმე 2014-2015 წლებში დონბასში, კიევის მიერ უკონტროლო ტერიტორიებზე ქვანახშირის უკანონო მიწოდებას ეხება. მთავარი ბრალდებული პარტია „ოპოზიციური პლატფორმის“ პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელი ვიქტორ მედვედჩუკია. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴  რუსეთის ჯარი უკრაინის საზღვართან დარჩება - პესკოვი