მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი ნეგატიურად აფასებს ნატოს გაფართოებას, ფინეთ-შვედეთისთვის კი ალიანსში წევრობა დესტაბილიზაციას იწვევს - რუსული მხარე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების საკითხსა და თურქეთის მიერ სკანდინავიურ ტანდემთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას თავის მხრივ რუსული მხარე გამოეხმაურა.  

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა აღნიშნა, რუსეთის ფედერაცია ნეგატიურად აფასებს სამხედრო ალიანსის გაფართოების საკითხს. 

„რუსეთი შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების გეგმებს ნეგატიურად განიხილავს. ნატოს გაფართოება ნიშნავს დესტაბილიზაციას“, - აცხადებს რიაბკოვი. 

აღსანიშნავია, რომ  თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას.

სკანდინავიურმა ტანდემმა მხოლოდ მას შემდეგ მიიღო სამხედრო ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება, რაც რუსეთი მეზობელ უკრაინაში შეიჭრა. 

ამავე თემაზე: 

🔴 „რუსეთი ნატოს უშუალო საფრთხეა“ - ალიანსი ახალ კონცეფციას ამზადებს

🔴  თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში მიწვევას დათანხმდა

🔴 ყველაზე დიდი დაბრკოლება გადალახულია - ნატო ორ ახალ წევრს იღებს - BBC