მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთი ნატოს უშუალო საფრთხეა“ - ალიანსი ახალ კონცეფციას ამზადებს

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთს ნატოსთვის ძირითადი საფრთხე უწოდა. ამის შესახებ სტოლტენბერგმა მადრიდში, ნატოს სამიტზე განაცხადა, ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. 

სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ ძალზე სერიოზული უსაფრთხოების კრიზისი გამოიწვია და ეს ყველაზე სერიოზული გამოწვევაა, რაც ნატოს წინაშე დადგა მისი არსებობის ისტორიაში. სტოლტენბერგის თქმით, მადრიდის სამიტზე მოხდება კოლექტიური თავდაცვის სისტემის ყველაზე სერიოზული ცვლილება ცივი ომის დასრულების შემდეგ.

თუ 2010 წლის შემდეგ რუსეთი-ნატოს ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათს ატარებდა და ეს ალიანსის კონცეფციაში იყო ჩაწერილი, ახლა ალიანსი განიხილავს რუსეთს, როგორც პირდაპირ და ძირითად საფრთხეს. სწორედ ეს იქნება ჩაწერილი ნატოს ახალ კონცეფციაში.

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო ევროპაში სწრაფი რეაგირების ძალებს 40-დან 300 ათასამდე გაზრდის. ეს ძალები ბოლო თვეების განმავლობაში სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფება. აღმოსავლეთ ფლანგის დაცვა ნატოს პრიორიტეტი გახდა. ნატოს სამხედრო დაჯგუფებების აღმოსავლეთ ევროპაში გაძლიერებული იქნება და მათგან ტაქტიკური ჯგუფების ფორმირება მოხდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტერორისტული თავდასხმა“ - ზელენსკი სავაჭრო ცენტრის დაბომბვაზე

👉 რუსეთი აცხადებს, რომ კრემენჩუკში იარაღის საწყობი დაბომბა და არა სავაჭრო ცენტრი

👉 პუტინი უკრაინის ომის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა - ISW

👉 „შეუძლებელია რუსეთთან ომამდელ ურთიერთობას დავუბრუნდეთ“ - ოლაფ შოლცი

👉 რუსეთში ელიტებს შორის კონფლიქტი მწიფდება, სიტუაცია კრიტიკულია - ექსპერტი