მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის აგრესია დასრულდება მაშინ, როდესაც დასავლეთი მოსკოვს მკაფიო სიგნალს გაუგზავნის - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ  დააფიქსირა თავისი მოსაზრება, იმის შესახებ თუ როდის დასრულდება რუსეთის აგრესია. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს მიაჩნია, რომ ეს მას შემდეგ მოხდება, რაც დასავლეთი მოსკოვს შემდეგი შინაარსის მკაფიო სიგნალს გაუგზავნის: „უკრაინა ერთ-ერთი ჩვენთაგანია“.

„რუსეთის აგრესია დასრულდება მაშინ, როდესაც დასავლეთი მოსკოვს მკაფიო სიგნალს გაუგზავნის, უკრაინა ერთ-ერთი ჩვენთაგანია, ის აღარასდროს დაბრუნდება თქვენთან, ისევე როგორც ეს მოხდა ცენტრალური ევროპის და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებთან“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

ინფორმაციისთვის, რუსეთმა 2021 წლის ნოემბრიდან უკრაინის საზღვართან ათიათასობით სამხედროს მობილიზება მოახდინა.

დასავლეთის ქვეყნების დაზვერვა არ გამორიცხავს, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს.

2022 წლის 21 იანვარს ჟენევაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა. რუსეთი კვლავ მოითხოვს დასავლეთისგან ე.წ. „უსაფრთხოების გარანტიებს“, რომლის ძირითადი პუნქტი ნატოში ახალი წევრების მიღებაზე უარია. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴 დმიტრო კულებამ მოუწოდა გერმანიას, არ წაახალისოს პუტინის უკრაინაზე ახალი თავდასხმა

🔴  უკრაინა რუსეთისთვის მეორე ავღანეთი გახდება - ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

🔴  „რუსეთს შეუძლია ხარკოვის ოკუპაციაც სცადოს“ - ზელენსკი