მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთის დეფოლტის შესახებ ბრალდებები აბსოლუტურად გაუმართლებელია“ - პესკოვი

კრემლის ხელმძღვანელის პრესმდივან

რუსეთის პრეზიდენტის სპიკერი დიმიტრი პესკოვი რუსეთის სუვერენული ვალის დეფოლტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

მისი თქმით, რუსეთმა სავალო ვალდებულებები ჯერ კიდევ მაისში გადაიხადა, ამიტომ არსებულ სიტუაციას დეფოლტი არ უნდა ეწოდოს. 

„ეს ბრალდებები დეფოლტის შესახებ აბსოლუტურად გაუმართლებელია, რადგან ჯერ კიდევ მაისში განხორციელდა აუცილებელი გადახდა უცხოურ ვალუტაში და ის, რომ Euroclear-მა ეს ფული მიმღებებამდე არ მიიტანა, ჩვენი პრობლემა არ არის. ანუ, არ არსებობს საფუძველი, რომ სიტუაციას დეფოლტი ვუწოდოთ“, - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, პირველად 1918 წლის შემდეგ, რუსეთმა სუვერენული ვალის დეფოლტი განიცადა. დეფოლტი დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა გამოიწვია. მათ დასავლელ კრედიტორებს რუსეთის ეკონომიკის დაფინანსების გზები გადაუკეტეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პუტინი უკრაინის ომის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა - ISW

👉 „რუსეთმა უკვე წააგო ომი“ - ენტონი ბლინკენი

👉 პუტინის ახლო მოკავშირე ლონდონს მესამე მსოფლიო ომის შემთხვევაში „პირველი დარტყმით“ ემუქრება

👉 უკრაინა არ უნდა დათანხმდეს მშვიდობას, რომლისთვისაც ტერიტორიების დათმობა მოუწევს - ბორის ჯონსონი

👉 ხალხის ნაკლებობის გამო, რუსეთი უკრაინაში „ვაგნერის“ დაქირავებულ პილოტებს იყენებს - ბრიტანული დაზვერვა