მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პირველად ასი წლის შემდეგ, რუსეთმა დეფოლტი განიცადა

რუსეთის დეფოლტი

პირველად 1918 წლის შემდეგ, რუსეთმა სუვერენული ვალის დეფოლტი განიცადა. ამის შესახებ Bloomberg იუწყება. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, დეფოლტი დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა გამოიწვია. მათ დასავლელ კრედიტორებს რუსეთის ეკონომიკის დაფინანსების გზები გადაუკეტეს.

27 მაისს პროცენტების გადახდის ვადა ამოიწურა, ხოლო საშეღავათო პერიოდი კიდე ერთ თვეს გრძელდება. მას შემდეგ, რაც რუსეთმა 27 ივნისამდე 100 მლნ აშშ დოლარი არ გადაიხადა, ოფიციალური დეფოლტი გამოცხადდა.

ქვეყნის ევროობლიგაციებით ვაჭრობა მარტის შემდეგ ძალზე რთულია, რუსეთის ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვები დაყადაღებულია, ხოლო ქვეყნის უმსხვილესი ბანკები მსოფლიოს ფინანსურ სისტემას ჩამოშორდნენ.

უცხოელი კრედიტორების მიმართ დეფოლტი ბოლოს რუსეთმა 1918 წელს გამოაცხადა, როდესაც ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ ახალმა მთავრობამ მეფის რუსეთის ვალის გადახდაზე უარი განაცხადა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

პუტინს უკრაინის ომის დასრულების ორი თარიღი აქვს - უკრაინის დაზვერვის განმარტება

პუტინი უკრაინის ომის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა - ISW

მარიუპოლელები მტრედებს იჭერენ და ჭამენ - ქალაქში ჩიტების ხაფანგები გამოჩნდა

იაპონია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს