მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად „მაიმუნის ვირუსით“ ნებისმიერი შეიძლება ინფიცირდეს - abcnews

მაიმუნის ჩუტყვავილა

„მაიმუნის ვირუსის“ 1 დადასტურებული შემთხვევაა აშშ-ში, ხოლო 6 საეჭვო შემთხვევაზე შესაბამისი კვლევა მიმდინარეობს. იტყობინება ამერიკული მედია

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, რომ რისკი დაბალია და ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ მაიმუნის ვირუსი სწრაფად გადამდებია. 

„ეს არ არის COVID”, - თქვა პათოგენების და პათოლოგიის განყოფილების დირექტორის მოადგილემ ჯენიფერ მაკკუისტონმა. 

CDC-ის განცხადებით, ამერიკის მთავრობა რამდენიმე ვაქცინის გამოშვების პროცესშია. ოფიციალური პირების თქმით, ფართო საზოგადოებისთვის ვაქცინაცია საჭირო არ არის. 

CDC-ის ოფიციალური პირების თქმით, შესაძლოა ვირუსის კიდევ მეტი შემთხვევა დადასტურდეს. 

მაიმუნის ყვავილი არ არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია და ნებისმიერი ადამიანი შესაძლოა ვირუსით დაინფიცირდეს. თუმცა, ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ ევროპასა და კანადაში ვირუსი ისეთ კლასტერში გამოვლინდა როგორიც არის გეი და ბისექსუალი. 

„ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ვირუსით დაინფიცირდეს, მაგრამ, ამჟამინდელი გლობალური ეპიდემიის შედეგად ინფიცირებული პირები გეი და ბისექსუალები არიან. ჩვენ გვინდა ადამიანებში ამ თვალსაზრისით კიდევ მეტად ავამაღლოთ ცნობიერება“, - აცხადებს ჯანდაცვის ექსპერტი. 

ამავე თემაზე:

📣 „მაიმუნის ვირუსი“ კოვიდ 19-ისგან განსხვავებულია - ჯანდაცვის ექსპერტები

📣 რა ინფექციაა „მაიმუნის ვირუსი“ და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

📣 გამონაყარი იწყება სახიდან და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე - მაია ბუწაშვილი „მაიმუნის ყვავილზე“

📣 შესაძლოა, „მაიმუნის ვირუსი“ სქესობრივი გზით გადადის - ზაზა წერეთელი

📣 მაიმუნის ვირუსი არის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაში საქართველოში და მსოფლიოში - გიორგი ფხაკაძე