მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თურქეთი მზად არის, რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის განსამუხტად შუამავლობა გასწიოს“ - ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი 2020

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი მზად არის, მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის განსამუხტად შუამავლობა გასწიოს. 

ერდოღანის თქმით, თურქეთი მზად არის რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად თავისი წვლილი შეიტანოს.

„მხარეების თანხმობის შემთხვევაში თურქეთი მზად არის რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის განსამუხტად შუამავლობა გასწიოს. თურქეთი კომუნიკაციის ნებისმიერ ფორმატში მზად არის დახმარებისთვის. ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალური მხარდაჭერა გავუწიოთ დიალოგის არხის ჩამოყალიბებას. რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად ჩვენს წვლილს აუცილებლად შევიტანთ“, - აცხადებს ერდოღანი. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთმა 100 ათასამდე სამხედროს მობილიზება მოახდინა. პარალელურად დონბასის რეგიონში მყოფი სეპარატისტები უკრაინის არმიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეტევებს ახორციელებენ. 

ბოლო დღეებში დასავლურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. 

ამავე თემაზე:

🔴 დასავლეთის ქვეყნები უკრაინას რუსული აგრესიის დიდი ალბათობის შესახებ აფრთხილებენ

🔴 „ყირიმი სამუდამოდ რუსეთის ნაწილი იქნება“ - ვლადიმერ პუტინი

🔴 უკრაინა რუსეთს დონბასის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის სურვილში ადანაშაულებს

🔴 ამერიკული დაზვერვა ბრიუსელს და კიევს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის შესახებ აფრთხილებს