მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკრაინის კრიზისი მხოლოდ დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს“ - იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივანი

„უკრაინის კრიზისი შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ დიპლომატიური გზით და რუსეთმა დაძაბულობის განმუხტვისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს“, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომელიც პარიზში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 

მისი თქმით, რუსეთმა უნდა შეამციროს ესკალაციის რისკები და დიპლომატიურ ურთიერთობებს უნდა დაუბრუნდეს. 

„რუსეთმა უნდა შეამსუბუქოს ესკალაცია, პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას (და) დაუბრუნდეს დიპლომატიას. კრიზისი მოითხოვს პოლიტიკურ და დიპლომატიურ გადაწყვეტას“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე.

როგორც მან საფრანგეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრაზე განმარტა, ალიანსი  უკრაინის ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის პოზიციას დაიცავს.

ინფორმაციისთვის, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთმა 100 ათასამდე სამხედროს მობილიზება მოახდინა.

ბოლო დღეებში დასავლურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე“ ახალი მოლაპარაკებების ჩაშლაში ადანაშაულებენ

👉 თეთრი სახლი: ბაიდენმა პუტინი, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მკაცრი სანქციების დაწესების შესახებ გააფრთხილა

👉 თეთრი სახლი: მხარს ვუჭერთ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ გადაწყვეტილება ალიანსმა უნდა მიიღოს