მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა აშშ დაარწმუნა, რომ უკრაინასთან კონფლიქტის ესკალაციას არ აპირებს

ვლადიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის წყალობით რუსეთთან შესაძლოა, რომ მოლაპარაკებების კიდევ ერთი პლატფორმა შეიქმნას. 

ზელენსკის თქმით, აშშ-ისა და უკრაინის ევროპელი მოკავშირეების მხარდაჭერით, მასსა და პუტინს შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს არ გამორიცხავს.

გარდა ამისა, მას ბაიდენმა უთხრა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ესკალაციას არ აპირებს. 

„მე ვხედავ ამ გზის მხარდაჭერას როგორც ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან, ასევე აშშ-სგან. რუსეთმა დაარწმუნა აშშ და მთელი მსოფლიო, რომ არ აპირებს გააგრძელოს ესკალაცია ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - აღნიშნა ზელენსკიმ. 

7 დეკემბერს ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის ვიდეოფორმატში მოლაპარაკება გაიმართა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენი  პუტინს უკრაინასთან კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში სერიოზული სანქციებით დაემუქრა. მან აშშ-ის და მოკავშირეების შეშფოთება გამოთქვა უკრაინის საზღვართან რუსული ჯარის კონცენტრაციის გამო.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთმა 100 ათასამდე სამხედროს მობილიზება მოახდინა.

ბოლო დღეებში დასავლურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. 

ამავე თემაზე:

🔴 დასავლეთის ქვეყნები უკრაინას რუსული აგრესიის დიდი ალბათობის შესახებ აფრთხილებენ

🔴 „ყირიმი სამუდამოდ რუსეთის ნაწილი იქნება“ - ვლადიმერ პუტინი

🔴 უკრაინა რუსეთს დონბასის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის სურვილში ადანაშაულებს

🔴 ამერიკული დაზვერვა ბრიუსელს და კიევს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის შესახებ აფრთხილებს